- პროექტის სახელწოდება: ხარჯთაღრიცხვა ექსკურსიისათვის.
- პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2 წინადადებით: მოსწავლეები შეადგენენ ექსკურსიის ხარჯთაღრიცხვას. შეადგენენ მოგზაურობის მარშრუტს, მოიძიებენ ფასებს.
- პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები შეეჩვევიან სხვისი აზრის გათვალისწინებას, ისწავლიან შეთანხმების მიღწევას, ცხოვრებისეული საკითხების ეკონომიურად გადაწყვეტას.
- პროექტის მიზნები: პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მოსწავლეებს უნვითარდებათ კვლევის, შემოქმედებითობის, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევები. Mმოსწავლეები პირველ რიგში ისტორიულ ფაქტებს გაიხსენებენ, მათ ჩამოუყალიბდებათ მათემატიკაში მიღებული ცოდნის და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევები. Eეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი. მიმართულება:გეომეტრია და სივრცის აღქმა მათ. მე-7.9 და მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები მათემატიკა მე-7.4.
- მონაწილეთა ასაკი: მოსწავლეთა ასაკი 12-13 წელი.
- ვადები/ხანგრძლივობა.პროექტი უნდა დამუშავდეს ერთი თვის განმავლობაში 2011წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნა:ბავშვები გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის ისტორიულ ძეგლებს. შეიძლება გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი, ვებ-გვერდი, ელექტრონული ჟურნალი, ისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტში მოძიებული ტურისტული მარშრუტი. სიგრძის გასაზომი ხელსაწყოები. ფოტოაპარატი.
- პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): კულტურის ძეგლების უკეთ გაცნობის მიზნით მე-7 კლასი გეგმავს ექსკურსიას. ამაში უთუოდ მათემატიკა დაეხმარება. ხომ არ აჯობებდა მათ წინასწარ შეემუშავებინათ გეგმა და ჩამოეწერათ მოსწავლეებს ის საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც მოუწევთ. ამისათვის შეადგენდნენ ასეთ გეგმას:
2. დააზუსტონ რომელი ტრანსპორტით იმგზავრებენ და რა თანხა დასჭირდებათ თითოეული ვარიანტისთვის. რომელი უფრო ეკონომიური იქნება მათთვის.
3. შეადგინონ ექსკურსიის ხარჯთაღრიცხვა. (რა საქმეში და რა ოდენობით უნდა დაიხარჯოს თანხა) გასათვალისწინებელია კვების, სატრანსპორტო და სასტუმრო ხარჯები (თუ ამის საჭიროება არსებობს) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საშუალებების შესაძენი თანხები.
4. დასჭირდებათ თუ არა სპონსორის მოძიება? მიმართავენ თუ არა ფინანსური დახმარებისათვის სკოლის სამეურვეო საბჭოს? დააპირებენ თუ არა თითოეული მოსწავლისათვის საშუალო ხარჯის დაკისრებას? შესაძლოა კლასში ზოგიერთი მოსწავლის ოჯახური პირობების გათვალისწინებაც დასჭირდეთ. რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ამ შემთხვევაში.
5. რა სახით ჩაატარებენ წინასწარი გეგმისა და ხარჯთაღრიცხვის გარჩევას.
6. ხომ არ შეათავსებდნენ დაგეგმილ ექსკურსიას რაიმე ძეგლის სიმაღლის ან სიგანის გასაზომვას, ძეგლის სრული ფართობის გაგებას. რა სახის ხელსაწყოები დასჭირდებათ საამისოდ.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუებთან/ეროვნულ სასწავლოგეგმასთან კავშირი. ხელოვნება – განიხილავენ ისტორიული ძეგლების ნიმუშებს. ეცნობიან ხელოვანების ცხოვრება-მოღვაწეობას.
ისტორია - მოსწავლეები ადარებენ ისტორიული ძეგლების აგების თავისებურებებს ერთმანეთს. მართავენ დისკუსიას არსებული განსხვავებების შესახებ. პოულობენ საერთო თვისებებს.
გეოგრაფია – დააკვირდებიან და ამოიცნობენ სხვადასხვა ისტორიული ძეგლების ადგილ-მდებარეობას.
მათემატიკა – აფასებენ მათემატიკის ადგილსა და მნიშვნელობას სხვადასხვა დისციპლინებში. მათემატიკის შესწავლით გაიუმჯობესებენ ინფორმაციის დამუშავების ხერხებს.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) ნანი კაკულია
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:nani.kakulia@gmail.com
13. პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი: nanikakulia.blogspot.com

No comments:
Post a Comment